25 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
ლეგენდარული დიზაინერი აირის აპფელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მოდის აიქონად" წოდებული ამერიკელი დიზაინერი აირის აპფელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

აპფელის პოპულარობამ პიკს 1980-90-იან წლები მიაღწია, თუმცა იქამდე, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ის ნაცნობი სახე იყო პარიზის მოდის ჩვენებებზე.

1950-იანი წლებიდან, ათწლეულების განმავლობაში, აპფელი კერძო კლიენტებისთვის ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა, მათ შორის - გრეტა გარბოსთვის. მოგვიანებით, მეუღლესთან, კარლ აპფელთან ერთად, Old World Weavers-ი დააარსა, რომელმაც ტექსტილის რესტავრაცია დაიწყო. ქსოვილების საძიებლად, წყვილი მსოფლიოს მუზეუმებსა და ბაზრობებზე მოგზაურობდა.

2014 წელს აირის აპფელის შესახებ დოკუმენტური ფილმი - "აირისი" გამოვიდა, რომლის რეჟისორიც ალბერტ მეისლესია. 

დღის ამბები