25 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ოპოზიციას პირდაპირ ლგბტ-ს მხარდაჭერაც ეუხერხულება, თან პატრონებისაც ეშინია, ამიტომ, სავარაუდოდ, ისევ "რუსული" კანონის იდეას "მიაწვებიან" - ლევან ნიკოლეიშვილი

პრინციპში, მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლება თავის ოპონენტებს თავსატეხს უჩენს ხოლმე, მაგრამ "ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" კანონის ინიციატივამ ძალიან დააბნია ისინი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპონენტებს საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, ოპოზიციას ახალი "თავსატეხი" აქვს.

"პრინციპში, მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლება თავის ოპონენტებს თავსატეხს უჩენს ხოლმე, მაგრამ "ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" კანონის ინიციატივამ ძალიან დააბნია ისინი. ნახეთ, რა ხდება: ხელისუფლება ამბობს, რომ ეროვნული ინტერესებიდან, ისტორიული, ტრადიციული და კულტურული თვალსაზრისიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ასეთი კანონის მიღება, რასაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა მხარს დაუჭერს, მითუმეტეს, ვხედავთ, რომ ამ პროპაგანდის გაძლიერების რეალური საფრთხე არსებობს, თუ ობიექტურად შევხედავთ, რა ხდება ამ მხრივ უცხოეთში. ოპოზიცია კი ძალიან დაბნეულია დაეთანხმოს ხელისუფლებას და ერთობლივად იმუშაოს ამ საკითხზე, კი კარგია, მაგრამ რა იტყვიან მათი უცხოელი პარტნიორები? ვაიდა, გრანტები და სხვა ფულადი სახსრები დაკარგონ?! არადა, უცხოელებსაც, ცოტა არ იყოს, არ სცალიათ, და არც გეგმა შეუმუშავებიათ ჯერ, თან უქმეებიც დაემთხვა... ალბათ, მაინც იტყვიან, რომ ახლა ამის დრო არ არის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია და ასე შემდეგ. პირდაპირ ლგბტ-ს მხარდაჭერაც ეუხერხულებათ, თან თავის პატრონებისაც ეშინიათ, მოკლედ ძალიან ცუდ დღეში არიან, ამიტომ, სავარაუდოდ, ისევ "რუსული" კანონის იდეას "მიაწვებიან", რომელიც ასე ადვილად ნამდვილად აღარ იმუშავებს, თვითონ ოპოზიციამ და მათ წარმომადგენლებმა კი შეიძლება ძალიან საეჭვო იარლიყები მიიკრან, რაც სრულიად სამართლიანი და ლოგიკურიც იქნება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები