რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება უკრაინას კვალდაკვალ მიჰყვება. ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას, სერგეი ლავროვმა დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე დასმულ კითხვას შემდეგი პასუხი გასცა:
"კიშინიოვში დამკვიდრებული რეჟიმი, რომელიც უბრალოდ კვალდაკვალ მიჰყვება კიევის რეჟიმს, აუქმებს ყველაფერს რუსულს, ახორციელებს რუსული ენის დისკრიმინაციას ყველა სფეროში და, უკრაინელებთან ერთად, ასევე ახორციელებს სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე", – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, კიშინიოვმა უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ "5+2" ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება.