25 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის წევრებს - რომ არა მათი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ქვეყნის სადარაჯოზე - მამუკა მდინარაძე

ძალიან სასიამოვნოა პარტიის წევრებთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან ქვეყნისთვის, პარტიის გამარჯვებისთვის, რათა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა იყოს გამარჯვებული, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბათუმში განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარემ დააანონსა 10 დიდი შეხვედრა რეგიონებში და შეხვედრები დღეს აჭარიდან დაიწყო.

"ჩვენს აქტიურ წევრებთან, პარტიულ ლიდერებთან, ადგილობრივ ლიდერებთან გვაქვს ხოლმე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც დღეს მოხდა. ძალიან სასიამოვნოა თითოეულ მათგანთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი პარტიის გამარჯვებისთვის, რათა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა იყოს გამარჯვებული. მე თითოეულ მათგანს, მინდა, მადლობა გადავუხადო აქედან, აჭარიდან, რომ არა მათი ასეთი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები