მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სარეზერვო ფონდიდან იმერეთს 7 780 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით ზარალი ანაზღაურდება.
იმერეთის თერთმეტ მუნიციპალიტეტში 6-7 თებერვალს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების გადახურვა.
უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა იმერეთში, როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანა.