29 მარტი 2025,   16:46
ვრცლად
გერმანია ქვეყანაა, სადაც შობადობა არც თუ ისე მაღალია, ამიტომ მიგრანტები გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას - ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანიას მიგრანტები სჭირდება, რადგან ქვეყანაში შობადობა დაბალია და მიგრანტების გარეშე გერმანია მომავალში ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. ბერბოკი ასევე ამბობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით გერმანია დაინტერესებულია გერმანული სკოლებისა და უნივერსიტეტების განვითარებით.

"გერმანია ქვეყანაა, სადაც შობადობა არც თუ ისე მაღალია, ამიტომ ჩვენ მიგრანტები გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში ჩვენი ქვეყანა ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას. ამიტომაც გვჭირდება ადამიანები, რომლებიც საუბრობენ გერმანულად, რადგან სამწუხაროდ, ეს მსოფლიოში ყველაზე მარტივი ენა არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ინტერესი, მსოფლიო მასშტაბით გვქონდეს გერმანული სკოლები და გერმანული უნივერსიტეტები", - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანალენა ბერბოკი.

დღის ამბები