29 მარტი 2025,   16:18
ვრცლად
"რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც მახეში აღმოჩნდა" -  თეა წულუკიანმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართა

5 საათია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს განიხილავენ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს. კომისიის წევრების შეკითხვებს მიხეილ ქარელმა და გრიგოლ ვაშაძემ უპასუხეს.

"2008 წლის ნოემბერში გამოცხადდით დროებითი კომისიის წინაშე და პარლამენტში და ბრძანეთ ასეთი რამ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში.

თქვენ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა და ვვარაუდობ, მით უფრო სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაინახეს, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში, ვციტირებ - მასირებული შეტევა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან, შემდეგ ამბობთ, რომ 7 აგვისტოს, მე როგორც საგარეო მინისტრის მოადგილემო, ჩემი ხელით დავწერე განცხადება, სადაც ჩავწერე, რომ რუსეთმა როკის გვირაბში ტექნიკა შემოიყვანაო. უკვე იცით თქვენც კი, რომ არამცთუ დაძაბულობაა, არამედ უკვე სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს საქმე - რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც მახეში აღმოჩნდა. თქვენც კი, სამოქალაქო პირმა, რომლის მთავარი ფუნქცია დიპლომატიაა, იცოდით, რომ მინიმუმ 4 აგვისტოდან, იმ რეგიონში მოსახლეობას აქვს ეგზისტენციალური საფრთხე.

რატომ არ გააფრთხილეთ, რა იმსჯელეს უშიშროების საბჭოზე? უმრავლესობა დაიღუპა და ხშირ შემთხვევაში, დაღუპულთაგანი არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი - დახვრიტეს," - ამ კითხვით 2003-2012 წლებში მოქმედირეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტისდროებითი საგამოძიებოკომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, გრიგოლ ვაშაძეს მიმართა. 

2008 წლის თებერვალ-ნოემბერში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლამდე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

"რამდენჯერმე ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე მე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთო. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოთქმული იყო,"- ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ თეა წულუკიანის დასმულ შეკითხვას.

დღის ამბები