19 მარტი 2025,   06:48
ვრცლად
აშშ-ს ისტორიაში ყველაზე გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფებების 261 წევრი, სალვადორში მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს - ბორტზე, უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები იყო მიღებული

საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების ""ტრენ დე არაგუას"" 238 და "ემ ეს 13-ის" 23 წევრი, სალვადორის კონტრტერორისტული ცენტის ოფიცრებმა სპეციალური რეისით ამერიკიდან ს უპრეცედენტო ზომები იყო მიღებული. დაკავებულებთან ერთად თვითმფრინავის სალონში ათეულობით შეიარაღებული სპეცრაზმელი იმყოფებოდა. კრიმინალური დაჯგუფების წევრები სამართალდამცავებმა ტრაპიდან ბორკილებით ჩამოიყვანეს.

საფრენ ბილიკზე დაშვების შემდეგ, დეპორტაციის პროცესში დამატებით ძალები ჩაერთნენ, შეიარაღებულ დანაყოფებთან ერთად აეროპორტში მობილიზებულები იყვნენ სნაიპერები. კრიმინალური დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს ცალ-ცალკე სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად გამოჰყავდათ. მათ ეკრძალებოდათ მკვეთრი მოძრაობები, ერთმანეთთან კომუნიკაცია - დაცული იყო რამდენიმე მეტრიანი დისტანცია.

აეროპორტიდან დაკავებულების ტრანსპორტირებისას ჯავშანმანქანების კოლონას შეიარაღებული ესკორტი იცავდა. ციხეში შესვლის შემდეგ, დაიწყო სანიტარული პროცედურები. დაჯგუფების წევრებს ჩააცვეს უნიფორმა, გადაპარსეს თმა, ჩააბარებინეს ბიომეტრიული მონაცემები.

დეპორტირებულები ცალ-ცალკე საკნებში მოათავსეს, რის შემდეგაც ერთობლივად გამოიყვანეს, განუმარტეს მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესი, რომელშიც ისინი მომდევნო წლებს გაატარებენ.

დაჯგუფებების წევრების დეპორტაცია ტრამპის დირექტივით განხორციელდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ""ტრენ დე არაგუას"" და ""ემ ეს 13-ის" წინააღმდეგ 1812 წელს მიღებული ომის კანონი აამოქმედა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ქვეყნიდან "უცხოელი მტრების" გაძევების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ორივე საერთაშორისო კრიმინალურმა ქსელმა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიიღო. ტრამპმა არც ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილება გაითვალისწინა, რომელიც ჰაერში მყოფი თვითმფრინავის შტატებში გამობრუნებას ითხოვდა.

დეპორტირებულების უმეტესობა - 200 პატიმარი, ვენესუელას მოქალაქეა. მიმდინარე პროცესს ვენესუელიდან მადურო გამოეხმაურა, ამერიკულ კანონს ანაქრონული უწოდა და მიგრანტების უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. ნიკოლას მადურომ სალვადორის პრეზიდენტსაც მიმართა.

დეპორტაციას ეხმაურება თეთრი სახლი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიღებულ გადაწყვეტილებებს კონტრტერორისტულ ზომად მიიჩნევს.

საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებები "ტრენ დე არაგუა"" და ""ემ ეს 13"" - ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და მრავალრიცხოვანი ორგანიზაციებია. მათი დანაშაულებრივი საქმიანობის სფეროები ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, ყაჩაღობა და რეკეტი, შეკვეთილი მკვლელობები, გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცება, სუტენიორობა და ფულის გათეთრებაა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები