22 თებერვალი 2025,   11:13
ვრცლად
"ვენდობი უკრაინის ერთიანობას და გამბედაობას, პარტნიორებთან ურთიერთობას, ჩვენს ევროპულ სოლიდარობასა და ამერიკის პრაგმატიზმს, რადგან ამერიკას ისევე სჭირდება წარმატება, როგორც ჩვენ" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას პირდაპირ არ უპასუხა. გვიან საღამოს გავრცელებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას თავისი თანამემამულეების ერთიანობის, გამბედაობის, ევროპის ერთიანობისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრაგმატიზმის იმედი აქვს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის, კიტ კელოგის მიმდინარე ვიზიტი უკრაინაში "კონსტრუქციული" იყოს.

"ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ორ ფეხზე. ვენდობი უკრაინის ერთიანობას, ჩვენს უკრაინულ გამბედაობას, პარტნიორებთან ურთიერთობას, ჩვენს ევროპულ სოლიდარობასა და ამერიკის პრაგმატიზმს, რადგან ამერიკას ისევე სჭირდება წარმატება, როგორც ჩვენ. წარმატება გვაერთიანებს. სწორი არჩევანი მშვიდობაა. მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის.

ამერიკასთან და ევროპასთან ერთად მშვიდობა შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს და ეს ჩვენი მიზანია. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი მიზანი, არამედ მიზანი, რომელიც გაზიარებული უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით, როცა ვუახლოვდებით ამ ომის მესამე წლისთავს. ომის დასრულება უკრაინას პირველივე წამიდან სურდა. ეს არის ნებისმიერი ერის ბუნებრივი მისწრაფება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენკიმ.

დღის ამბები