
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა პარლამენტის წევრებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ისინი დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხზე.
თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლის იანვრიდან, წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან.