22 თებერვალი 2025,   10:59
ვრცლად
დედაქალაქის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს - სამუშაოები მაისში დაიწყება და ზაფხულის ბოლოს დასრულდება

დედაქალაქის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები მაისში დაიწყება და ზაფხულის ბოლოს დასრულდება - ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები, მეორე ეტაპზე გამაგრებითი სამუშოები ჩაუტარდება რუსთაველზე მდებარე შენობებს.

"ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, გზა არის ამორტიზებულ, მძიმე მდგომარეობაში. მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება, მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ახალი განათების ბოძებით, თავისი ლედ სანათებით, მიწისქვეშა ურნები იქნება ნარჩენებისთვის განთავსებული. მთლიანად, რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინი და ყველანაირად კომფორტული და ადაპტირებული ასევე შშმ პირთათვის. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს. ვგეგმავთ ასევ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არის და ამ სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე იქნება ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება, გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადებით, მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა-ნაგებობები", - აცხადებს კახა კალაძემ.

დღის ამბები