22 თებერვალი 2025,   11:13
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა პუტინს თებერვალში შეხვდეს

ტრამპის პირველი გამოხმაურება ერ-რიადში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე - ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ვლადიმერ პუტინს ის თებერვალშივე შეხვდეს.

ტრამპმა კომენტარი გააკეთა უკრაინის შეშფოთებაზე, რომ კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების გარეთ დარჩა. ტრამპის თქმით, უკრაინას ძალიან დიდი დრო ჰქონდა პრობლემის მოსაგვარებლად.

"ვფიქრობ, მარტივად შეიძლებოდა საკითხის გადაწყვეტა მთელი ამ წლების განმავლობაში. დიდი ტერიტორიის დაკარგვის გარეშე, მცირე მიწის სანაცვლოდ, ადამიანთა სიცოცხლისა და ქალაქების დაკარგვის გარეშე", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპი განცხადებითვე, ის არ დაუპირისპირდება ევროპელებს, თუ მათ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნა სურთ.

ამავე დროს საფრანგეთი მეორე შეხვედრას იწვევს უკრაინის საკითხზე და ევროპის უსაფრთხოებაზე მოსალაპარაკებლად. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს იმ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამავე მიზნით ორი დღის გამართულ პირველ შეხვედრას არ ესწრებოდნენ.

მოლაპარაკებებზე მიწვეულია კანადაც.

დღის ამბები