04 თებერვალი 2025,   18:06
ვრცლად
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელში ბიუროკრატები "ტრამპის ტორნადოს" თავს ვერ დააღწევენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბრიუსელში ბიუროკრატები "ტრამპის ტორნადოს" თავს ვერ დააღწევენ.

ორბანის განცხადებით, 14 დღეში დონალდ ტრამპმა მიღებული გადაწყვეტილებებით მსოფლიო თავდაყირა დააყენა.

უნგრეთის ლიდერის მიაჩნია, რომ აქამდე არსებული გლობალური ვაჭრობის წესები იცვლება. ორბანის აზრით, ევროკავშირს წინ რთული თვეები ელოდება.

"ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, დასრულებულია გლობალისტი სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, არალეგალური მიგრაცია და ასევე, დასრულებულია რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რის თავსმოხვევასაც ბრიუსელის ბიუროკრატები ჩვენთვის ბოლო წლებში ცდილობდნენ, დასრულებულია", - წერს ვიქტორ ორბანი.

დღის ამბები