ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა, გრემის დაჯილდოებაზე ცოლის ჩაცმულობის გამო 20 მილიონი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
რეპერს ტოკიოში ძვირადღირებული კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გრემის დაჯილდოებაზე ცოლის სრულად გამჭვირვალე კაბის გამო, იაპონიამ მას კონტრაქტი გააუქმა.
"იაპონიაში ქალთა უფლებების პრობლემის შესახებ ცნობიერება იზრდება. ის, რაც რეპერმა გააკეთა, აღიქმება როგორც იძულების და კონტროლის აქტი და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მან დიდი შეცდომა დაუშვა იაპონელი აუდიტორიის დაუფასებლობით," - წერს Daily Mail-ი.