04 თებერვალი 2025,   19:52
ვრცლად
ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით ინტოქსიკაციის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით ინტოქსიკაციის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას  სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები გასაჯაროვდება.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით – "ბაკურიანი ციდა" ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავდროულად, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება", – ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვსი, სოციალურ ქსელში "ბაკურიანი ციდას" წყლით სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ კონკრეტულ მაღაზიაში, სადაც მოხდა პროდუქტის შეძენა, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

დღის ამბები