04 თებერვალი 2025,   18:42
ვრცლად
სოფელ გაჩიანში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჩიანში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მეგობარი იყო შეკრებილი, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუვარდა და მასთან მყოფ კაცს მოხვდა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები