ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. უჩა აბაშიძეს 5 წლით, მარიამ იაშვილს კი ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი დღეს გამოცხადდა, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
მასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.