რუსთავში, მეგობრობის გამზირზე გაზით ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მოიწამლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო მილიდან მოხდა CO-ს გავრცელება მე-3 და მე-4 სართულებზე, დაიღუპა მე-4 სართულზე მცხოვრები დედა-შვილი, ხოლო მე-3 სართულზე მცხოვრები სამი არასრულწლოვანი და მათი დედა მოიწამლა.
ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და "სოკარ გაზ ჯორჯიას" წარმომადგენლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.