04 თებერვალი 2025,   15:39
ვრცლად
17 წლის გოგონა ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა - შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა

ავსტრალიაში, აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოპულარულ ტურისტულ ზონაში მოზარდს ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. მიღებული ტრავმების შედეგად, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, ბრისის კუნძულზე, Woorim Beach-ზე მოხდა.

"ქალი ბანაობდა, როცა ზვიგენმა დაკბინა... მან სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა", - თქვა პოლიციის განცხადებაში.

CNN-ი ცნობით, პოლიცია გარდაცვლილი მოზარდის ასაკს არ ასაჯაროებს, თუმცა ადგილობრივი მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ მოზარდი 17 წლის იყო.

დღის ამბები