"დიფ სთეითის" წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა ლობირება რევოლუციის დაფინანსებისა საქართველოში, ამას უკვე აღარ სჭირდება ბევრი გადახედვა, ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელების ფული, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, ასევე სამწუხაროა საქართველოში აშშ-ის საელჩოს დამოკიდებულება, რომელიც სცდება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას.
"გუშინ საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულებებს და მიდგომებს იზიარებენ ისინი ტრამპის თუ რუბიოსი. ამ შემთხვევაში და არცერთი სიტყვა არ იყო იქ ნათქვამი, რა დემოკიდებულება აქვს შტატების ლიდერების დღევანდელ პოზიციებთან დაკავშირებით საელჩოს, მაგალითად, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, გამჭირვალობათან, USAID0-ის ასე მავნებლურად ნახარჯ თანხებთან, მშვიდობასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან, რომ ქვეყნებმა საკუთარი საკითხები თავად უნდა გაარკვიონ, ცოდნა დამიწუნეს და არცერთი სიტყვა არ იყო რეალურად, საბედნიეროდ, შეცვლილ ნარატივთან დაკავშირებით, რაც გახმოვანებულია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, მარკო რუბიოს მხრიდან", – განაცხადა მდინარაძემ.