USAID-ის გარშემო განვითარებული პროცესები პოლიტიკური შეფასებების მთავარ თემად რჩება თბილისში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული საქართველოში რევოლუციის მოწყობას ხმარდებოდა.
ეს შეფასება აბსურდულია ოპოზიციისთვის, სადაც აცხადებენ რომ ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები, რომელიც საკუთარი ფინანსების ოპტიმიზაციას ემსახურება, არ ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ USAID-ი ქვეყანაში გადატრიალებას გეგმავდა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადება, უფრო მიზანმიმართული იქნება ის პროგრამები, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებას ხმარდებოდა.
"დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამა ვინც იცის ახალი არაფერია. ვხედავთ, სტრუქტურულ ტრანსფორმაციას, განახლებას. დარწმუნებული ვარ, უფრო მიზანმიმართული იქნება ის პროგრამები, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებას ხმარდებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეფექტიანი იქნება ეს პროგრამები, ვინაიდან არცერთი განცხადება, რომელიც ვაშინგტონში კეთდება არ არის ამის საპირისპირო", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.