04 თებერვალი 2025,   17:43
ვრცლად
ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, ოპოზიციური საკრებულო უკვე მერამდენე დღეა მიზანმიმართულად აფერხებს - მერია

ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, ოპოზიციური საკრებულო უკვე მერამდენე დღეა მიზანმიმართულად აფერხებს. - ამის შესახებ განცხადებას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დარჩენილია ნაშთის სახით 5 368 300 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაზუსტდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში. ნაშთების დაზუსტების მიზნით, მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს, მაგრამ ქვორუმის არ არსებობის გამო საკრებულო ვერ იკრიბება და ნაშთების დაზუსტება ვერ ხერხდება.

"აღნიშნული გარემოების გამო პარალიზებულია სახაზინო საქმიანობა, შეწყვეტილია ტრანზაქციები, რაც ბუნებრივია აფერხებს, სხვადასხვა მიმართულებით მერიის საქმიანობას.

ზუგდიდის მერია მოუწოდებს საკრებულოს წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან , გამოიჩინონ გონიერება და იმოქმედონ მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე", - აღნიშნულია ზუგდიდ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები