"ეს უკვე ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში. ეს არის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან" - ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებას ეხმაურება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი წავიდა ხელისუფლებიდან, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მისცეს მკვლევრის სტატუსი.
"ეს უკვე ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში. ეს არის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი როდესაც წავიდა ხელისუფლებიდან, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მისცეს მკვლევრის სტატუსი. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, რა როლი ჰქონდა მას და აქვს ამ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათი პირდაპირ დაწერილი სცენარი, ქალბატონი ლორა თორნტონის. ის პირდაპირ წერდა, არჩევნები რომ ჩატარდება და აღიარებენ ამას დამკვირვებლებიო, მაინც პროტესტები იქნებაო და ამ პროტესტს უნდა დავუჭიროთ მხარიო. შემდეგ გახსოვთ, როგორი იმედგაცრუებული იყო ქალბატონი ლორა თორნტონი, გაკვირვებული იყო, კი მაგრამ, მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. ეს არის საერთო ჯამში კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე," – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.