ზუგდიდში, ტრადიციული საშობაო "ალილო" გაიმართა, სადაც სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან მსვლელობა მოაწყვეს და საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინეს.
მსვლელობისას ისმოდა ალილო და სხვა საშობაო საგალობლები, მოაგროვეს ნობათიც.