26 დეკემბერი 2024,   10:54
ვრცლად
"რევოლუციის მცდელობა უკვე ჩავარდნილია. რაღაც პროცესი ჯერ კიდევ გაგრძელდება, ექნებათ ერთი გაფართხალება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

რევოლუციის მცდელობა უკვე ჩავარდნილია. რაღაც პროცესი ჯერ კიდევ გაგრძელდება, ექნებათ ერთი გაფართხალება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, "რადიკალების დღის წესრიგი უცვლელია".

"მთავარია, რომ ჩვენ მართლები ვიყოთ და შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკის წინსვლა. რაც არ უნდა ფაშისტური და ბოლშევიკური კამპანიები აწარმოონ, ჩვენ გვაქვს საზრუნავი ამის იქით. ერთი ბრძოლის მოედანი არის გარეთ, რასაც პოლიტიკურ მოედანს ვეძახით და აქ მიდის სიტყვებით, მეორე მხრიდან მანიპულაციებით, ფეიკებით ბრძოლა და ჩვენ, ჩვენი სიმართლით ვებრძვით. ეს სიმართლე ბევრისთვის არ არის მისაღები, ბევრი იღებს და რადგან მეტი იღებს ამ სიმართლეს ამიტომ ვიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში. ამიტომ გვაქვს ის, რომ მილევადია ეს პროტესტი. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ საბრძოლველი და სამუშაო გვაქვს, რაც საერთოდ არ ჩანს. აქ არის ეკონომიკაზე საუბარი, აქ არის ინფრასტრუქტურაზე საუბარი. აქ არის ბევრ ისეთ მიმდინარე საკითხზე, რომელზეც არავინ არ საუბრობს. თითქოს არ ხდება, ამ დროს არ არის ქვეყნის მართვა ასეთი მარტივი. არის რთული პროცესები, მით უმეტეს ამ საბოტაჟის პირდაპირი გაგებითაც კი, ამ საბოტაჟის ფონზე. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ ახსნასთან და პიარულ ელემენტებთან ერთად, შევინარჩუნოთ ის წინსვლა, რაც ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველოს აქვს, ამ ტურბულენტობის მიუხედავად“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში "იმედი Live".

დღის ამბები