26 დეკემბერი 2024,   22:06
ვრცლად
ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო

ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ქალაქის მთავარ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო გასართობი შოუ-პროგრამები მიმდინარეობდა, ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების წარმოდგენებით.

დღის მანძილზე, იმართებოდა კონცერტები სხვადასხვა საბავშვო სტუდიის მონაწილეობით. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებულმა ანდრია ფუტკარაძემ, ნიაკო გოგიტიძემ და ანასტასია ვასაძემ. საღამო ჯგუფმა "ალილომ" დაასრულა.

დღის ამბები