26 დეკემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნების შეფასებისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა და რატომღაც აღმოჩნდა, რომ არჩევნების შემდეგ ამ დასკვნას ყველამ წაუყრუა" - შალვა პაპუაშვილი

"ის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც არის დაბუდებული ევროპარლამენტში, ცალკე პრობლემაა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ხუთ უსამართლო რეზოლუციაში გამოიხატა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო პარტნიორი აცხადებდა, რომ არჩევნების შეფასების დროს მათთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდრის დასკვნა, თუმცა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მათ ეს პირობა დაავიწყდა.

"ეს ისტერია უნდა დაცხრეს და ეს დააცხრო ზუსტად ეუთო/ოდირის დასკვნამ, რომელმაც თქვა, რომ ის მთავარი 5 ბრალდება იყო ტყუილი. არის შენიშვნები და არის რეკომენდაციები. 28 რეკომენდაციაა ახლა, 2020-ში 30 რეკომენდაცია იყო, ასევე შეადარონ თუ უნდათ, როდის რა რეკომენდაციები ჰქონდა ეუთო/ოდირს.

განსაკუთრებული იცით რა არის ამ დასკვნაში, რომ პირველად, ხელი დაადო ეუთო/ოდირმა პრეზიდენტს და თქვა, რომ ის არღვევდა კანონმდებლობას მთავრობის ფორმირებით და ა.შ. პირველად აღმოჩნდა ჩვენს დასკვნაში, რომ ბრალს დებს ეუთო/ოდირის პრეზიდენტს, რომ ის არღვევდა კონსტიტუციას, ავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან, როდესაც საარჩევნო შტაბი ჰქონდა შექმნილი.

ეუთო/ოდირის დასკვნაში პირველად აღმოჩნდა, რომ დაასახელა ISFED-ი პირველად ჩაწერა, რომელმაც პარადოქსული გადაწყვეტილებით არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლა. თუკი რაიმე სკანდალური იყო ამ დასკვნაში, ეს ორი ფაქტია.

მზაობა გამოვთქვით, რომ ამ რეკომენდაციებს შევისწავლით, მივყვებით და იქ, რაც მნიშვნელოვანი საკითხები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო მომზადებული ვიყოთ ამ არჩევნებისთვის.

ჩვენ გვეუბნებოდნენ, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსები, რომ განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მათი შეფასებებისთვის და რატომღაც აღმოჩნდა, რომ არჩევნების შემდეგ ყველამ წაუყრუა ამ დასკვნას. ხან ISFED-ის დასკვნა აინტერესებთ, ხან IRI-ის და ხან ა.შ. [ვგულისხმობ] ევროპარლამენტს, რომლის რეზოლუციაც აბსურდია, გასაგებია, რომ ამ რეზოლუციებს უკვე არანაირი ფასი არ აქვს. ის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც არის დაბუდებული ევროპარლამენტში ცალკე პრობლემაა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ხუთ უსამართლო რეზოლუციაში გამოიხატა. ჩვენი მოწოდებაა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომ საკუთარი სიტყვის ერთგულნი დარჩნენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები