ხაშურში "ახალი წლის დღეები" გაიმართა. ქალაქის ცენტრში განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო საშობაო ბაზრობაც, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.
პატარებს უმასპინძლა თოვლის ბაბუამ. საზეიმო ღონისძიებები კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.