26 დეკემბერი 2024,   09:09
ვრცლად
Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ვრცელი ანგარიშები საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე - რატომ უწოდებს დოკუმენტებს არადამაჯერებელს მმართველი გუნდი

"პოლიციის ბრუტალური ძალადობა, ძირითადად, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და ღია რეპრესიები, რომელიც წამებას უტოლდება" - ასე აფასებს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ორი საერთაშორისო ორგანიზაცია - Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი ვრცელ ანგარიშებში ამერიკელი და ბრიტანელი უფლებადამცველები წერენ, რომ ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა სასტიკად დაარბიეს, დემონსტრანტების წინააღმდეგ კი მიმართეს შოკისმომგვრელ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას.

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, მმართველი პარტიის შეფასებით, პოლიტიკურად მიკერძოებულია და ის რეალობას არ ასახავს. არგუმენტად "ქართულ ოცნებაში" დღეს Amnesty International-ის 1 წლის წინანდელი დასკვნაც გაიხსენეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხებოდა. მაშინ ორგანიზაციები წერდნენ, რომ ექსპრეზიდენტისთვის საჭირო მკურნალობაზე უარი შესაძლო წამებას უტოლდებოდა. უმრავლესობა აქცენტს მოვლენების შეფასების ორმაგ სტანდარტზეც აკეთებს.

ხელისუფლების ოპონენტები დასკვნებს სრულად იზიარებენ. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ Amnesty International-ი აქციების დაშლის კონტექსტში ფაქტებს აფასებს, მეორე ნაწილს კი საუბარი არ სურს, თუ რატომ იყენებს ორგანიზაცია ტერმინ წამებას ფაქტებით დაუდასტურებელ შემთხვევებზე.

რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გაკეთდა "ხალხის ძალაში". პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი ანგარიშებით, ძალადობრივ ქმედებებზე პოლიციის საპასუხო რეაგირების მიზანმიმართული ინტერპრეტირება ხდება. "ქართული ოცნების" შეფასებით, ასე იყო სააკაშვილის შემთხვევაშიც. უმრავლესობაში ამბობენ, რომ Amnesty International-ის მცდარი დასკვნა მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც ამხილა.

Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, დასკვნები ერთდროულად გამოაქვეყნეს.

დღის ამბები