26 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული 14 წლის მოზარდი სასამართლოს მოლოდინშია - პროკურატურა წინასწარ პატიმრობის ითხოვს

14 წლის მოზარდი, რომელსაც არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, სასამართლოს მოლოდინშია. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 16 წლის ბიჭს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ბიჭი უგონო მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გარკვეული პერიოდი დაჭრილის თანასკოლელი იყო და ის ერთ-ერთ დაჯგუფებაშია გაწევრიანებული, რომლის წევრებიც ნიღბებით გადაადგილდებიან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.

დღის ამბები