26 დეკემბერი 2024,   23:08
ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში მორიგი წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტში მორიგი წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. დაბის ცენტრალურ სკვერში, განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

"ახალი წლის დღეების" ფარგლებში, მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. საახალწლო ზეიმი ტრადიციულად კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები