წალკის მუნიციპალიტეტში "ახალი წლის დღეები" გაიმართა. ცენტრალური პარკის მიმდებარედ, განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე მოეწყო სადღესასწაულო მარში. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა. დღე კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.