"ახალი წლის დღეების" ფარგლებში, დატვირთულ საახალწლო აქტივობებს ჩხოროწყუმ უმასპინძლა. ქალაქის ცენტრში მოეწყო სხვადასხვა დეკორაციები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საღამო კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა. აინთო ქალაქის ნაძვის ხეც.
სამეგრელოში ღონისძიებას დღეს მარტვილი უმასპინძლებს.