26 დეკემბერი 2024,   09:40
ვრცლად
წალკა, ახალციხე, ხულო, ხაშური, ჩხოროწყუ და ვანი - საახალწლო ღონისძიებები დღეს ქვეყნის 6 ქალაქში ჩატარდა

საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ზღაპრის გმირების პერფორმანსი, სანტას სოფელი - ახალი წლის დღეები რეგიონებში გრძელდება. ვანის ცენტრში მისულ დამთვალიერებლებს დილიდან დატვირთული პროგრამა დახვდათ. ზღაპრის გმირებისა და ორკესტრის მსვლელობა ვანში, ცოტა ხნის წინ, კონცერტით დასრულდა

დილიდან საზეიმო განწყობაა ჩხოროწყუშიც. ქალაქის ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა დეკორაცია, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები და ინსტალაციები. დღის ბოლოს, მსმენელის წინაშე მომღერლები წარდგნენ.

ახალი წლის დღეები ახალციხეშიც აღნიშნეს. სანტას ელფები, ზღაპრის გმირები და ანიმატორები სტუმრების განწყობაზე დილიდან ზრუნავენ. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კი პატარებს საკუთარი ხელით შეეძლოთ დეკორაციების დამზადება. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ახალციხეში ახალი წლის დღეები საზეიმოდ დაიხურა.

ახალი წლის მოახლოება აჭარაშიც იგრძნობა. დღის განმავლობაში საახალწლო პროგრამით დაინტერესებულ სტუმრებს სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიება დახვდათ.

მრავალფეროვანი პროგრამით იყო დატვირთული საახალწლო დღეები წალკაშიც. ღონისძიება ცენტრალურ პარკში გაიმართა.

ხალხმრავლობა იყო ხაშურშიც, სადაც პატარების განსაკუთრებულ ყურადღებას ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები იქცევს. ღონისძიება ქართველი მომღერლების კონცერტით დასრულდა.

ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო მცხეთაშიც. ადგილზე მოწყობილია თემატური ინსტალაციები, წარმოდგენილი იყო საბავშვო თეატრალიზებული "საახალწლო ზღაპარი".

 

დღის ამბები