მაისის აქციის დროს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს განახლდება. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სხდომა საბოლოო იქნება და განაჩენიც გამოცხადდება.
ორივე დაკავებულს ბრალად ედება ჯგუფურად ნივთის დაზიანება-განადგურება. საუბარია რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაზე.
25 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ და შეთავაზებული გირაოს ნაცვლად, დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.
სხდომაზე გამოიკითხნენ ბრალდებულებიც. ისინი დანაშაულის ჯგუფურ კვალიფიკაციას არ დათანხმდნენ, თუმცა ინდივიდუალურად ნივთის დაზიანება აღიარეს.