26 დეკემბერი 2024,   08:38
ვრცლად
მმართველი გუნდის შეფასებით, ეუთო/ოდირის მოწოდება ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია - რას ამბობენ ოპოზიციაში

მმართველი გუნდი ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე საუბრობს, რომლის შესრულებისკენ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ სწორედ ხელისუფლებას მოუწოდა. ეს გზავნილი, "ქართული ოცნების" თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე კითხვებს აქრობს და პირიქით, სახელისუფლებო პარტიის არჩევნებში სამართლიანად გამარჯვებას ადასტურებს.

მმართველი პარტია, ეუთო/ოდირის გარდა, ყურადღებას ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაზეც ამახვილებს. მარგუს ცჰაკნამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ ასევე ხელისუფლებას მოუწოდა, პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ეს პოზიციები კი ოპოზიციისთვის მხოლოდ ფორმალური გზავნილებია.

ფაქტი, რომ ეუთო/ოდირიც და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ხელისუფლებას მოუწოდებს, რეკომენდაციები შეასრულოს, 26 ოქტომბრის შედეგების მორიგი აღიარებაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოსახლეობის არჩევანის გათვალისწინება უახლოეს დღეებში არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს მოუწევს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი, "ქართული ოცნების" გარდა, 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა, ისინი შედეგებს არ აღიარებენ, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარს აცხადებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

დღის ამბები