04 დეკემბერი 2024,   23:51
ვრცლად
ჯაშუშური ქმედებები გამოავლინა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა თანამეინახეებმა - თენგიზ შარმანაშვილი

ლუქსემბურგის საგარეო მინისტრის განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასების თემაა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელ პარტნიორებს არჩევნების არაღიარებას სთხოვს, რაც მისივე შეფასებით, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

“ეს არის მოღალატეობრივი საქციელის გაგრძელება, ამაში არაფერი სიახლე არ არის. კარგია, რომ ეს ლუქსემბურგის ხელმძღვანელობამ აღიარა და ეს ფაქტი წარმოაჩინა. ისინი წლების განმავლობაში არწმუნებდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ არ მოეცათ ვიზალიბერალიზაცია, არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, ეს ამის გაგრძელებაა. ასეთი ჯაშუშური ქმედებები გამოავლინა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა თანამეინახეებმა. აქ სიახლე არაფერი არ არის, ყველასთვის ნათელი გახდა ამ ხალხის მოქმედების არის“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს თემაზე განცხადება ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, სურს კონკრეტული ანგარიშის ნახვა, რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები საქართველოში.

“იყო მოთხოვნა - მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანაც, რომ არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მაგრამ თუ ის სამართლიანი იყო და ეს ქართველი ხალხის ნებაა, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ“, - ამბობს ქსავიე ბატელი.

დღის ამბები