ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთ დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის საცხოვრებელ სახლში ჩხეკა დასრულებულია. ფონიჭალაში ბოტკოველის სახლიდან, ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა წაიღეს აირწინაღი და წიწაკის სპრეი.
"ვიდეოს გადაღების უფლება არ მოგვცეს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია, მაგრამ შეჩვეულები ვართ ამ ქვეყანაში უსამართლობას. ის ადამიანები, ვინც იბრძვიან და დადიან აქციებზე ცდილობენ ყველანაირად გააჩუმონ," - აღნიშნა ქრისტინე ბოტკოველმა.
საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე ადვოკატი ესწრებოდა.
"ამოიღეს აირწინაღი, ამოიღეს წიწაკის სპრეი, რომელიც სახლში ინახებოდა, წაიღეს მობილური ტელეფონი, ლეპტოპი არ ყოფილა სახლში. ზოგადად, ჩხრეკის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ ყოფილა. იქცეოდნენ ზრდილობიანად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ჩხრეკამ, რაც იშვიათი შემთხვევა არის. მისცეს ადვოკატებსაც და მოწმეებსაც ჩხრეკაში დასწრების უფლება," - განაცხადა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.