ვითარება რუსთაველის გამზირზე - სპეცდანიშნულების რაზმი თავისუფლების მოედნიდან დაიძრა. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა. სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა ჭიჭინაძის ქუჩაზეც. გაისმა გამაფრთხილებელი ხმაც, რომელიც აქციის მონაწილეების ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმართულებით პერიოდულად ისვრიან პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს, სპეცდანიშნულების რაზმი კი იყენებს წყლის ჭავლს.