დემონსტრანტების უმეტესობა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილმა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიისკენ გადაინაცვლა.
დემონსტრანტები დღეს პიროტექნიკის შემდეგ, აქტიურად იყენებენ კვერცხებს, რომელსაც პარლამენტის მიმართულებით ისვრიან, ასევე აქვთ ლაზერები, რომლებსაც სამართალდამცველებს ანათებენ და ასე გამოხატავენ პროტესტს.
საკანონმდებლო ორგანოს წინა მხარეს მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ჯერჯერობით ადგილზე არ გამოჩენილა სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.