04 დეკემბერი 2024,   13:22
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ისვრიან პიროტექნიკას, სპეცრაზმმა კი წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით პიროტექნიკის სროლა დაიწყეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკის სროლა დაიწყეს. დემონსტრანტები პარლამენტის შენობის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. აქციის მონაწილეები იყენებენ ლაზერის განათებასაც. 

აქციის დაწყების დროიდან, დემონსტრანტები მოუწოდებდნენ ერთმანეთს, რომ არ გამოეყენებინათ პიროტექნიკა და სხვა საშუალებები, თუმცა აქციის დაწყებიდან სამი საათის შემდგომ, ვითარება შეიცვალა.

აქციის მონაწილეები რკინის კონსტრუქციებზე ხელების ბრახუნით ხმაურს იწვევენ.

დღის ამბები