05 დეკემბერი 2024,   05:57
ვრცლად
პარლამენტის ტერიტორიასთან საპროტესტო აქციის მე-7 დღე დაიწყო - ამ დროისთვის დემონსტრაცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

პროტესტის მე-7 დღე რუსთაველის გამზირზე - 9 აპრილის ქუჩაზე ზუსტად 19:00 საათიდან, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებული - 9 აპრილის ქუჩაზე დემონსტრანტთა მხოლოდ მცირე ნაწილი იმყოფება, გაცილებით მეტი დემონსტრანტი უშუალოდ რუსთაველის გამზირზეა, რომლებმაც შეკრება 7 საათის შემდეგ დაიწყეს. მათ საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით რვის ნახევრისთვის გადაკეტეს.

აქციის დაწყებიდან, პროტესტი მშვიდად მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა უკვე რამდენჯერმე პიროტექნიკა გამოიყენეს, იყო ჯებირზე ბრახუნიც.

პერიოდულად ისმის სასტვენების ხმა, რაც მოყვება იმას, რომ პარლამენტის შენობის კედელზე ლაზერით იწერება "იხმაურეთ", რის შემდეგაც დემონსტრანტები იწყებენ ხმაურს.

ამ დრომდე საპოლიციო ძალებს რაიმე ღონისძიება დემონსტრანტების ქმედებების საპასუხოდ არ განუხორციელებიათ.

უშუალოდ რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან დემონსტრანტები, სამართალდამცველები ტერიტორიაზე არ ჩანან. ადგილზე იმყოფება ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

დღის ამბები