04 დეკემბერი 2024,   14:17
ვრცლად
შსს: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის აგრესიულმა წევრებმა, მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების განხორციელება დაიწყეს.

კერძოდ, აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები