სასტუმრო "ქორთიად მერიოტში" ოპოზიციის ბარიერგადალახული ლიდერები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციის წევრები. საუბარია საპარლამენტო სიის პირველ ოცდახუთეული.
მათი თქმით, შეხვედრაზე იმსჯელებენ იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია. დეტალურ ინფორმაციას კი მედიას შეხვედრის დასრულების შემდეგ მიაწვდიან.
"ეს არის ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა, საკოორდინაციო მიზნებით. ჩვენ განვიხილავთ საერთო სამოქმედო გეგმას, შექმნილი ავტოკრატიული რეპრესიული აპარატის წინააღმდეგ და მის დასამარცხებლად. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ვიბრძვით ერთად, ვართ მტკიცედ ერთად და ჩვენი მიზანია გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა," - ამბობს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია.