05 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
მეტრო "თავისუფლებასთან" ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ - აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცველები მეტროდან ამოსულ მოქალაქეებს ჩხრეკდნენ

მეტრო "თავისუფლებასთან" ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ. აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცველები მეტროდან ამოსულ მოქალაქეების ჩხრეკდნენ.

ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს, მოქალაქე მათ შეეპასუხა, რის გამოც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მათი დაკავების პროცესში მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ვითარება განმუხტულია.

დღის ამბები