04 დეკემბერი 2024,   13:02
ვრცლად
არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია - ასე აღიქვეს სახელისუფლებო გუნდში წერილის შინაარსი, რომელიც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გამოგზავნა

არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია - ასე აღიქვეს სახელისუფლებო გუნდში წერილის შინაარსი, რომელიც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მოამზადა და უკვე თბილისშია. პასკალ ალიზარდის პოზიცია პრემიერ-მინისტრისთვის დასტურია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს აღიარებს. ახლა კი დაინტერესებული ძალების მიზანია ეს შეფასებები მისიის საბოლოო დასკვნაში შეიცვალოს.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნა. პასკალ ალიზარდმა მაკა ბოჭორიშვილის სახელზე მომზადებულ დოკუმენტში ისაუბრა გამოწვევებზეც. აღინიშნა ამომრჩეველზე ზეწოლისა და ფინანსური დისბალანსის გამო შექმნილ არათანაბარი პირობები. ყურადღებაა გამახვილდა ახლად-მიღებულ კანონებზე. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საკითხებზე კომპლექსური მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობს და სამომავლო პერსპექტივაში სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სათანადო ყურადღებას მიაქცევენ რეკომენდაციებს.

პასკალ ალიზარდის პოზიცია ხელისუფლების ოპონენტებისთვის მხოლოდ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პირადი სურვილებია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ წერილი პოლიტიკური დატვირთვის დოკუმენტი არ არის და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაც და მისი აღიარებაც საერთაშორისო პარტნიორების დონეზე უნდა მოხდეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ოპონენტების დამოკიდებულება არ უკვირთ. ამბობენ, რომ ეუთო/ოდირის პოზიციის იგნორირებას ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. უნდობლობა ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არჩევნების მეორე დღიდან გამოუცხადა. კრიტიკასთან ერთად, ანგარიშში დადებითად შეფასდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მთლიანობაში ითქვა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო. საერთაშორისო დამკვირვებლები მაშინაც იმედოვნებენ, რომ ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას განაგრძობენ.

საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესს ეუთო/ოდირის 500-ზე მეტი თანამშრომელი აკვირდებოდა. მისის საბოლოო დასკვნა კი რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებენ.

დღის ამბები