25 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ჩუღურეთის რაიონში 45 წლის მამაკაცი მოკლეს - "კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

მკვლელობა თბილისში - ჩუღურეთის რაიონში 45 წლის მამაკაცი მოკლეს. "კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე უკვე დააკავა.

წინასწარი ცნობით, ის მოკლულის მეზობელი, 62 წლის მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი დანაა.

დეტალების დასადგენად ექსპერტ-კრიმინალისტები მკვლელობის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მიმდინარეობს ძიება.

დღის ამბები