25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დავსახეთ - მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა.

"რუსეთი იბრძვის იმისთვის, რომ უკრაინა დაასრულოს, უკრაინა კი იბრძვის ამ ომის დასასრულებლად. რუსეთი იბრძვის წარსულისთვის, უკრაინა იბრძვის უკეთესი მომავლისთვის. პუტინი უნდა დამარცხდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ კი უნდა დავეხმაროთ უკრაინას ფერფლიდან ამოსვლასა და საკუთარი მომავლის ბატონ-პატრონად ყოფნაში.

გადაუდებელი რეკონსტრუქციისთვის, აქამდე დაახლოებით 500 მილიონი ევრო გვაქვს შეგროვებული. დღეს, ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას გადავცემთ დამატებით 1,9 მილიარდ ევროს, ყოვლისმომცველი რეფორმებისა და საინვესტიციო სტრატეგიის გამო, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა.

უკრაინამ გაატარა ყველა ეს რეფორმა ომის დროს. უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დავსახეთ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს,” - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

დღის ამბები