25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ეს მოიცავს სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს - ნატალია საბანაძე

ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე, კონგრესმენებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ასევე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და “ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე.

ითქვა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქვეყანაში კრიტიკულ ხმებს სრულად წაშლის და რომ საჭიროა “კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთის ორბიტისკენ.“

“ისეთი კანონების მიღებით, როგორიცაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აფერხებს საქართველოს დიდი ხნის ოცნების ასრულებას, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს მაშინ, როცა ამას ხმამაღლა უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი რამ არ ხდება.

საქართველო, როგორც ქვეყანა, იმსახურებს თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას, მაგრამ პიროვნებები, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველო რუსეთის ნაცრისფერ ზონად გადაექციათ თავისი საეჭვო ბიზნესგარიგებებისთვის, უნდა დაისაჯონ. ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია.

არსებობს ზომები, მაგალითად, სანქციები, რომლებიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს მიზანმიმართული, ინდივიდუალურმა პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ეს მოიცავს სავიზო აკრძალვებს, ფინანსურ სანქციებს. მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შვილები სასწავლებლად ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში გააგზავნონ. ამ ქვეყანაში ეს გავლენას ახდენს ცხოვრებაზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებელი,“ - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ივანე ჩხიკვაძის შეფასებით კი, “ქართველი ხალხის ხმამაღალი ხმა გაგებული იქნა აქ და ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, მმართველმა პარტიამ ვერ გაიგო ეს ხმა.“

“ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე - ან საქართველო განაგრძობს, გახდეს თავისუფალი და წმინდა სამყაროს ნაწილი, ან კვლავ გახდება რუსეთის ნაწილი.

ქართველი ხალხის არჩევანი ნათელია, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ვხედავთ საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და ნატოში. მაშინ, როცა ქართველი ხალხის ხმამაღალი ხმა გაგებული იქნა აქ და ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, მმართველმა პარტიამ ვერ გაიგო ეს ხმა. კანონი სრულად წაშლის კრიტიკულ ხმებს და უკან დახევს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გულუხვი მხარდამჭერით იყო შექმნილი.

მივესალმებით ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტს, იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი მალე იქნება მიღებული და მალე ამოქმედდება,“ - აღნიშნა ივანე ჩხიკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში განხილვა შედგა. შეკრებილებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და “megobari act-ზე“ იმსჯელეს. ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე, კონგრესმენებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ასევე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და “ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე. განხილვაზე აღინიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ქვეყანაში კრიტიკულ ხმებს სრულად წაშლის და რომ საჭიროა “კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთის ორბიტისკენ.“

დღის ამბები