25 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად ქურდული სამყაროს წევრს, მეტსახელად "ბაჩის" მიმართა.

თავის მხრივ, მეორე მხარემაც დახმარება კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა, რის მერეც ქურდული გარჩევა მოეწყო.

ბრალდებულებმა მოდავე მხარეს, მეორის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრეს და ამისთვის კონკრეტული ვადა დაუწესეს.

დღის ამბები